კრიმინალი

ახალქალაქში, ქართული ოცნების დეპუტატის მანქანებს ცეცხლი წაუკიდეს

metro.us

ახალქალაქში საპარლამენტო უმრავლესობის წევრის სამველ მანუკიანის ავტომობილებს ცეცხლი წაუკიდეს. რუსთავი 2 მანუკიანის მეზობლებზე დაყრდნობით წერს, რომ უცნობმა პირმა დეპუტატის ორ მანქანას ბენზინი დაახლოებით ღამის პირველ საათზე გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. სახანძრო ბრიგადის მისვლამდე ცეცხლი ადგილობრივებმა ჩააქრეს.

“მტრები არ მყავს და არავისთან კონფრონტაცია არ მქონია. მომხდარის ჩემს სამსახურებრივ  საქმიანობასთან დაკავშირება ჯერ ადრეა, ამიტომ ოფიციალურ კომენტარს მას შემდეგ გავაკეთებ, რაც სამართალდამცველი ორგანოებისგან დამატებითი ინფორმაცია მექნება. ამჟამად სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და დარწმუნებული ვარ, დამნაშავეს ვიპოვით,” - ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო.

კომენტარები