შსს

შსს 74 ტონა საზამთროს ყიდულობს

medicalnewstoday.com

შინაგან საქმეთა სამინისტრო 74 ტონა საზამთროს და ათობით ტონა კიდევ სხვა ხილს ყიდულობს. 3 აპრილს გამოცხადებული ტენდერის მთლიანი ღირებულება 280 ათასი ლარია. ტენდერი მოიცავს 17 ტონა ბანანს, 13 ტონა ნესვს, 8 ტონა ალუჩა/ქლიავს, 77 ტონა ვაშლს/კომშს, 17 ტონა მანდარინსა და სხვა ხილს ყიდულობს. ხილის წონა ჯამში 244 ტონას შეადგენს, და ის შსს-ის თანამშრომელთათვისაა განკუთვნილი.

შსს-ს ტენდერის შესახებ ინფორმაცია მედიაპროექტმა ფლანგვის დეტექტორმა გაავრცელა. უფრო კონკრეტულად კი ხილის შესყიდვის დოკუმენტაცია ასე გამოიყურება - PDF.

კომენტარები