საჯარო სამსახური

მთავრობის დადგენილება: საჯარო მოხელე საუბრის ტონს სამიზნე ჯგუფის მიხედვით არჩევს

0 კომენტარი
ფოტო: facebook.com/KvirikashviliOfficial

მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების მიხედვით - "საჯარო მოსამსახურე სამიზნე ჯგუფის შესაბამისად არჩევს საუბრის ენას, ტონს, სტილსა და ფორმატს, რათა უზრუნველყოს ინფორმაციის გაცვლა და ღია დიალოგი." ეს ჩანაწერი საჯარო სამსახურში ეთიკისა და ქცევის წესების შესახებ მთავრობის მიერ 20 აპრილს მიღებულ დადგენილებაშია

მთავრობის დადგენილებაში დეტალურადაა გაწერილი ის უფლება/მოვალეობები რაც საჯარო მოხელეს ევალება. მასში განსაზღვრულია ინტერესთა შეუთავსებლობის მოთხოვნები, რელიგიური ნეიტრალიტეტის მოთხოვნები, სქესობრივ უმცირესობებთან მიმართულებით სრული ნეიტრალურობის შენარჩუნება, საჩუქრის მიღების წესები და ლიმიტები, რაც მოხელემ შეიძლება აიღოს და სხვა. ამავდროულად დადგენილებაში გაწერილია ის წესებიც თუ როგორ უნდა ისაუბროს საჯარო მოხელემ.

დადგენილების მოთხოვნები ასეთია:

  • საჯარო მოსამსახურე გამოხატავს აზრს მკაფიოდ, გასაგებად და დასაბუთებულად.
  • საჯარო მოსამსახურე ყურადღებით უსმენს სხვებს, უზრუნველყოფს მიღებული ინფორმაციის სწორ ინტერპრეტაციას და ახდენს შესაბამის რეაგირებას.
  • საჯარო მოსამსახურე სამიზნე ჯგუფის შესაბამისად არჩევს საუბრის ენას, ტონს, სტილსა და ფორმატს, რათა უზრუნველყოს ინფორმაციის გაცვლა და ღია დიალოგი.

მთავრობის დადგენილება ძალაში 2017 წლის პირველ ივლისს შევა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბანკისა და აფთიაქის დაყაჩაღებისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

კომენტარები