ლარის გაუფასურება

ლარი დოლართან მიმართებით 0.4, ევროსთან კი 4.4 თეთრით გაუფასურდა

ტაბულა

24 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა. ახალი კურსით ერთი დოლარი  2.41 ლარი ღირს, რაც აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით0.4 თეთრით მეტია. 

ახალი კურსით ერთი ევრო 2.616 ლარი ღირს, რაც აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით 4.4 თეთრით მეტია. 

ეროვნულმა ბანკმა ბოლო ორი კვირის მანძილზე 2017 წლის პირველი სავალუტო ინტერვენციები განახორციელა. სებ-მა ჯამში $19.7 მილიონი შეისყიდა. ამ დრომდე ეროვნულ ბანკს არ გაუკეთებია კომენტარი თუ რატომ მიიჩნია სათანადოდ ინტერვენციების განხორციელება.

კომენტარები