25 აპრილს, თბილისის რვა რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება

ხვალ, 25 აპრილს, თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება გლდანის, დიდუბის, მთაწმინდის, საბურთალოს, ისნის, ნაძალადევის, ჩუღურეთის და დიდგორის რაიონებს. კომპანია მიზეზად გეგმურ სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს. 

გლდანის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და გლდანის მასივის IIIა მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

11:30 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის და გმირ კურსანტთა ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის მაცხოვრებლებს.

14 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, ფიფიას და ვორონინის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 8 მარტის, ტარიელის, ბორბალოს, რიწის, ცხემის, გაბაშვილის, ზალდასტანიშვილის, გურიის, ბოცვაძის, ძმები კაკაბაძეების, ბარნოვის და ზანდუკელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის დასახლების, ვაზისუბნის, ბუდაპეშტის, ზემო ვეძისის და ბერიტაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მაცხოვრებლებს.

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანერგეს და სვანეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის და ჩარგლის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დოლიძის, ჩუბინაშვილის, კონსტიტუციის და ნინოშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის და ჭოროხის ქუჩის მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეთაგუროვის ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები