საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

ლე პენი: მეორე ტურში გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ

AP

პარტია ეროვნული ფრონტის ულტრა-მემარჯვენე ლიდერი მარინ ლე პენი დარწმუნებულია, რომ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას შეძლებს.

"ჩვენ არჩევნების შედეგებით იმედგაცრუებული არ ვართ. მყარ პოზიციებზე ვრჩებით. მეორე ტურში გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ. მაკრონი სუსტია, მას ისლამურ ტერორიზმთან ბრძოლის სათანადო პროგრამა არ გააჩნია. ეს არჩევნები ფაქტობრივად რეფერენდუმია გლობალიზაციის დაშვების შესახებ. ამ საკითხზე ფრანგებმა ცხადი და ცალსახა არჩევანი უნდა გააკეთონ. დარწმუნებული ვარ, რომ ფრანგების უმრავლესობა გლობალიზაციის წინააღმდეგია", - აღნიშნა ლე პენმა.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენმა ხმების 21.43 % აიღო, ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 23.6 % მიიღო. არჩევნების მეორე ტური 7 მაისს გაიმართება.

კომენტარები