გაზმომარაგება

25 აპრილს, თბილისის სამი რაიონის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება

pennystockresearch

შპს ყაზტრანსგაზ-თბილისი აცხადებს, რომ ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ხვალ, 25 აპრილს, თბილისის რამდენიმე რაიონს გაზმომარაგება შეუწყდება.

საბურთალო

11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება საბურთალოს რაიონში, ნუცუბიძის ქუჩაზე შპს "ლისი-ფო"-ს საცხოვრებელი კომპლექსის, გაგარინის ქ. №18, ვაზისუბნის ქ. № 12, ზემო ვეძისის ქ.№ 103-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, ვაზისუბნის, არდაზიანის, ზემო ვეძისის I და II ჩიხის, ასევე მიმდებარედ არსებული ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს. 

ასევე, ინტენსიფიკაციის ქუჩაზე მდებარე სსიპ "საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო - 112"-ის შენობას, გაგარინის ქ. №29 - ში მდებარე "საქართველოს ბანკის" სათაო ოფისს, მარშალ გელოვანის გამზირი №2- ში მდებარე რადიო "ფორტუნას" შენობაში განთავსებულ კომერციულ ობიექტებს, გელოვანის გამზირზე, ნაკვ, 3/3-ში - რესტორან "ვეფხი და მოყმეს" (შპს ხარება-777) და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ და კომუნალურ ობიექტებს. 

გაზის მიწოდება აღდგება 18:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე .

ნაძალადევი და სანზონა

12:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ნაძალადევსა და სანზონაში ღრმაღელის ქუჩის, ღრმაღელის გასავალის, ღრმაღელის შესახვევის, ტოროშელიძის, დაისის ქუჩების, ასევე ღოღობერიძის ქუჩის ნაწილს, კნოლევის ქუჩის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, გურამიშვილის გამზირი №1, №3, №5, №5ა, №5ბ და გვაზაურის ქუჩა №2-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას.

გაზის მიწოდება აღდგება 17:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე .

"კომპანია ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის", - აცხადებს კომპანია.

კომენტარები