უსაფრთხოების წესების დარღვევა

ბათუმში, მუშა მშენებარე კორპუსის ლიფტის შახტაში ჩავარდა და გარდაიცვალა

Getty Images

ბათუმში, მშენებარე კორპუსის ლიფტის შახტაში მუშა ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა - ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო-სამშენებლო ნორმების უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

კომენტარები