სირიის კრიზისი

აშშ-მა სირიას ქიმიურ თავდასხმასთან დაკავშირებით, სანქციები გაუფართოვა

Reuters

აშშ-მა იდლიბის პროვინციაში ქიმიურ თავდასხმასთან დაკავშირებით, სირიას სანქციები გაუფართოვა.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, დამატებითი სანქციები სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის 271 თანამშრომელს შეეხო.

"შავ სიაში მოხვედრილი პირები ქიმიურ სფეროში კვლევებს ატარებდნენ. ისინი ქიმიური იარაღის შექმნის პროგრამაში მონაწილეობდნენ, სულ მცირე 2012 წლიდან. სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაცია ის სახელმწიფო უწყებაა, რომელიც პასუხისმგებელია არაკონვენციური შეიარაღების წარმოებაზე. ეს არის აშშ-ის სიგნალი, რომ ასადის რეჟიმს ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებლობა დაეკისრება. ჩვენ ვბლოკავთ ყველა იმ პირის ფინანსურ ქსელებს, ვისაც კავშირი აქვს ქიმიური იარაღის წარმოებასთან“, - თქვა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა.

კომენტარები