ლარის გაუფასურება

ლარი დოლართან 3.4, ევროსთან კი 4.3 თეთრით გაუფასურდა

25 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა. ახალი კურსით ერთი დოლარი  2.444 ლარი ღირს, რაც აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით 3.4 თეთრით მეტია. 

ახალი კურსით ერთი ევრო 2.659 ლარი ღირს, რაც აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით 4.3 თეთრით მეტია. 

ეროვნულმა ბანკმა ბოლო ორი კვირის მანძილზე 2017 წლის პირველი სავალუტო ინტერვენციები განახორციელა. სებ-მა ჯამში $19.7 მილიონი შეისყიდა. ამ დრომდე ეროვნულ ბანკს არ გაუკეთებია კომენტარი თუ რატომ მიიჩნია სათანადოდ ინტერვენციების განხორციელება.

კომენტარები