ფარიკაობა

პირველად ქართული სპორტის ისტორიაში მოფარიკავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

საქართველო ხმლით ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონია. ფინალში საქართველოს ნაკრებმა იტალია 45:36 დაამარცხა. ახალგაზრდა ქართველმა მოფარიკავეებმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ხმლით ფარიკაობაში გუნდური ჩემპინატი მოიგეს 23-წლამდელებს შორის.

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული პირველობის 1/2 ფინალში ქართველმა მოფარიკავეებმა რუსეთის 23-წლამდელთა ნაკრები 45:41 დაამარცხეს და ზედიზედ მეორედ შეძლეს ფინალში გასვლა.


ფოტო: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

რუსეთის დამარცხებამდე, ქართველმა მოფარიკავეებმა ბულგარეთს 45:34 და რუმინეთს 45:31 მოუგეს. საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრები ხმლით ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატზე ასეთი შემადგენლობით ფარიკაობს - მიხეილ მარდალეიშვილი, საბა სულამანიძე, ნიკა შენგელია, ვაჟა რეჭია.

შეგახსენებთ, რომ 2016 წელს საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად გავიდა ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში, სადაც რუსეთთან 38:45 დამარცხდა და ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

კომენტარები