გიორგი კვირიკაშვილი

მთავრობამ ინვესტორებთან შეხვედრიდან ფადი ასლის მოხსნა მოითხოვა, შეხვედრა ჩაიშალა

facebook.com/KvirikashviliOfficial

დღეს, 25 აპრილს, დილის 10:00-ზე საქართველოს პრემიერს, გიორგი კვირიკაშვილს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ბიზნესმენთა დელეგაციასთან უნდა გაემართა შეხვედრა, თუმცა ინვესტორებთან დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის ორგანიზებით, საქართველოში ახლო აღმოსავლეთის სავაჭრო პალატების ხელმძღვანელი პირები ჩამოვიდნენ. 12-კაციანი დელეგაციის ვიზიტი პრემიერმინისტრთან შეხვედრის გამართვასაც ითვალისწინებდა. 

თბილისის აეროპორტში ჩამოსული დელეგაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო საზღვარზე რამდენიმე საათის მანძილზე არ უშვებდა, რასთან დაკავშირებითაც ფადი ასლიმ საკუთარ facebook-ზე განცხადებაც გაავრცელა. ფადი ასლი მთავრობას მოუწოდებდა, რომ საზღვარზე უცხოელი ვიზიტორებისთვის დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება გაეუქმებინა, რადგანაც ის ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას აფერხებდა ინვეტორთათვის კი დამატებით ბარიერს ქმნიდა.

პრემიერს დღეს ამ ბიზნესმენებთან უნდა გაემართა შეხვედრა. საერთაშორისო სავაჭრო პალატაში ტაბულას უთხრეს, რომ შეხვედრის პრაქტიკულად ყველა დეტალი უკვე შეთანხმებული იყო, როდესაც გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში დაგეგმილი შეხვედრიდან საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის წარმომადგენლობის თავმჯდომარის ფადი ასლის მოხსნა მოითხოვეს, მოტივად კი ის დაასახელეს, რომ შეხვედრა არა სავაჭრო პალატასთან არამედ ინვესტორებთან იგეგემებოდა. უცხოელი ბიზნესმენებისთვის მთავრობის მოთხოვნის გაცნობის შემდეგ, მათ პრემიერთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს.

მომხმადრთან დაკავშირებით ფადი ასლიმ facebook-ზე დაწერა, რომ მთავრობის ქმედება საინვესტიციო თვალსაზრისით ჰარაკირის წარმოადგენდა:

"მსგავსი სახის შეხვედრაზე ჩვენ არანაირ ინფორმაციას არ ვფლობთ" - ასე განუცხადა ტაბულას პრემიერის პრესსამსახურის უფროსმა სოფო მოსიძემ. სავაჭრო პალატის ინფორმაციით კი პრემიერთან შეხვედრის ორგანიზებაში სოფო მოსიძეც იყო ჩართული. კონკრეტულად კი მათ შეხვედრის ორგანიზებისას მოსიძესთან შეხვედრის ამსახველი ფოტომასალის შესახებ ჰქონდათ საუბარი.

კომენტარები