სირიის კრიზისი

ერო: იდლიბის პროვინციაში ქიმიური თავდასხმისას ზარინის მომწამლავი გაზი გამოიყენეს

0 კომენტარი
ჟან-მარკ ერო ფოტო: Parti Socialiste/Mathieu Delmestre

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-მარკ ეროს თქმით, საფრანგეთი ფლობს მტკიცებულებებს, რომ 4 აპრილს, იდლიბის პროვინციაში ქიმიური თავდასხმისას ზარინის მომწამლავი გაზი გამოიყენეს.

"საფრანგეთის სადაზვერვო სამსახურების მიერ მიღებულმა სინჯებმა ერთმნიშვნელოვნად აჩვენეს, რომ ქიმიური თავდასხმის დროს ზარინის გაზი იყო გამოყენებული. არსებობს ინფორმაცია, რომ მომწამლავი ნივთიერება სირიაში მდებარე ლაბორატორიაში იყო წარმოებული. არანაირი ეჭვი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ პასუხისმგებლობა ბაშარ ალ ასადის რეჟიმს ეკისრება", - თქვა ერომ.

ეროს თქმით, საფრანგეთი ასევე ფლობს დადასტურებულ ინფორმაციას, რომ 4 აპრილს, იდლიბის პროვინციაში სირიის საჰაერო ძალებმა ექვსი ავიადარტყმა განახორციელეს.

ეროს განცხადებას რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი გამოეხმაურა. დმიტრი პესკოვის თქმით, ეროს განცხადება ზარინის გაზი გამოიყენების შესახებ, ვერ შეცვლის რუსეთის პოზიციას, რომ უნდა ჩატარდეს მომხდარის საერთაშორისო გამოძიება.

"კრემლი და პრეზიდენტი პუტინი მიიჩნევენ, რომ სიმართლის დადგენის ერთადერთი საშუალება მიუკერძოებელ საერთაშორისო გამოძიების ჩატარებაა. გაოცებულნი ვართ, რომ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია თავს იკავებს ამ გამოძიების ჩატარებისგან. მომწამლავი ნივთიერების გამოყენება საერთაშორისო გამოძიების გარეშე არ იძლევა ვინმეს დადანაშაულების საფუძველს", - განაცხადა პესკოვმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები