ლარის გაუფასურება

ბოლო 7 დღის მანძილზე ლარი დოლართან 8, ევროსთან კი 12 თეთრით გაუფასურდა

ტაბულა

ეროვნულ ვალუტას უკვე ერთ კვირაზე მეტია გაუფასურების მკვეთრი ტენდენცია აქვს. ბოლო 7 დღის მანძილზე ლარი დოლართან მიმართებით 8 თეთრით, ევროსთან კი 12 თეთრით გაუფასურდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა. ახალი კურსით ერთი დოლარი 2.477 ლარი ღირს, რაც აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით 3.3 თეთრით მეტია. 

ახალი კურსით ერთი ევრო 2.697 ლარი ღირს, რაც აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით 3.8 თეთრით მეტია. 

ეროვნულმა ბანკმა ბოლო ორი კვირის მანძილზე 2017 წლის პირველი სავალუტო ინტერვენციები განახორციელა. სებ-მა ჯამში $19.7 მილიონი შეისყიდა. ამ დრომდე ეროვნულ ბანკს არ გაუკეთებია კომენტარი თუ რატომ მიიჩნია სათანადოდ ინტერვენციების განხორციელება.

კომენტარები