ჩინეთი

ჩინეთმა ქვეყანაში დამზადებული პირველი ავიამზიდის პრეზენტაცია გამართა

Reuters

26 აპრილს, დალიანის პროვინციაში ჩინეთმა ქვეყანაში დამზადებული პირველი ავიამზიდის პრეზენტაცია გამართა. ხომალდი სახელწოდდებით შანდონგი საბჭოთა ავიამზიდ კუზნეცოვის ქვეკლასის პირველი ავიამზიდია და მას 2013 წლიდან დღემდე აგებდნენ. შანდონგს 50 თვითმფრინავის დატევა შეუძლია.

აქამდე ჩინეთის სამხედრო ფლოტში მხოლოდ ერთი ხომალდი, საბჭოთა წარმოების ლიანოინი ირიცხებოდა. ხომალდის მშენებლობა საბჭოთა ფლოტმა 1985 წელს დაიწყო და ის ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის გამო შეფეხრებებით მიმდიენარეობდა. საბოლოოდ 1991 წელს მისი მშენებლობა შეჩერდა. დაუმთავრებელი და ნაწილობრივ დაჟანგული ხომალდი 1998 წელს უკრაინის მთავრობამ საპრივატიზაციოდ გაიტანა, ის $20 მილიონად ჩინეთმა შეიძინა. ახალი ხომალდის კორპუსი საბჭოთა ხომალდის ასლს წარმოადგენს, თუმცა ის გაცილებით მეტი თანამედროვე ტექნოლოგიითაა აღჭურვლი.

ქვეყნების მიხედვით ავიამზიდების რაოდენობა ასე გამოიყურება:

  1. აშშ - 10 ავიამზიდი, ნიმიცის კლასის ბირთვულ ავიამზიდს 60 თვითმფრინავის დატევა შეუძლია.
  2. ჩინეთი - 2 ავიამზიდი, კუზნეცოვის კლასის ხომალდები, თითოეულს 50 თვითმფრინავის დატევა შეუძლია
  3. იტალია - 2 ავიამზიდი, ორივე ავიამზიდს ერთად ჯამში 58 თვითმფრინავის დატევა შეუძლია
  4. საფრანგეთი - 1 ავიამზიდი, ბირთვულ ავიამზიდ შარლ დე გოლს 40 თვითმფრინავის დატევა შეუძლია.
  5. რუსეთი - 1 ავიამზიდი, კუზნეცოვის კლასის ხომალდს 50 თვითმფრინავის დატევა შეუძლია.
  6. დიდი ბრიტანეთი - 1 ავიამზიდი (2017 წლის მაისიდან საზღვაო ძალების შემადგენლობაში შევა) დედოფალ ელისაბედის კლასის ხომალდს 50 თვითმფრინავის დატევა შეუძლია.
  7. ინდოეთი - 1 ავიამზიდი, საბჭოთა კიევის კლასის ხომალდს 36 თვითმფრინავის დატევა შეუძლია.
  8. ბრაზილია - 1 ავიამზიდი, ფრანგული კლემენსიუს კლასის ხომალდს 39 თვითმფრინავის დატევა შეუძლია.
  9. ესპანეთი - 1 ავიამზიდი, ხუან კარლოსის კლასის ხომალდს 25 თვითმფრინავის დატევა შეუძლია.

კომენტარები