ავიაცია

დრონებს რეგულაციები უწესდებათ - დასაშვებზე მაღლა ფრენას ნებართვა ესაჭიროება

flickr.com

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უპილოტო საჰაერო ხომალდებისთვის (დრონებისთვის) რეგულაციები მოამზადა. პროექტის მიხედვით, ამ ტიპის საფრენ აპარატებს ფრენის ჭერი განესაზღვრებათ, დასაშვებ სიმაღლეზე მაღლა ფრენას წინასწარი რეგისტრაცია და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს თანხმობა ესაჭიროება. რეგულაცია ამ ხომალდების სერტიფიცირებასაც ითვალისწინებს.

უპილოტო საჰაერო ხომალდების (დრონების) 400 ფუტზე მაღლა ექსპლუატაცია დაშვებული იქნება მხოლოდ სააგენტოს თანხობის საფუძველზე (სპეციფიკური კატეგორია);

დრონების ექსპლუატაციისა და საჰაერო ხომალდის მოდელის ოპერირების მარეგულირებელი ნორმები ამოქმედდება 2017 წლის 1 სექტემბრიდან. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგისტრაციის, ასევე სპეციფიკურ კატეგორიაში ფრენის მოთხოვნები ძალაში შევა 2017 წლის 1 ნოემბრიდან, ხოლო სერტიფიცირების ნაწილი ამოქმედდება 2020 წლის 1 იანვრიდან.

კომენტარები