საგარეო ვაჭრობა

2013 წელს საქართველოდან რეესქპორტზე 79 ათასი ავტომობილი გავიდა, 2016-ში 16 ათასი

flickr.com

ავტოექსპორტი არის საქართველოს ეკონომიკის ის დარგი, რომლის ბრუნვაც გასული წლების მანძილზე ყველაზე სწრაფად შემცირდა. ამ დარგის შემცირება ქვეყანაში არსებული სავალუტო კრიზისის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია, რადგანაც წარსულში ის დიდი მოცულობით უცხოური ვალუტის შემოდინებას და შესაბამისად ეროვნული ვალუტის კურსის დასტაბილურებას უწყობდა ხელს. ავტოექსპორტისთვის პიკური წელი 2013 იყო, ამ წელს საქართველოდან რეექსპორტზე 79 ათასი ავტომობილი გავიდა, შემოსავლებმა კი $703 მილიონს გადააჭარბა. მას შემდეგ ავტოექსპორტი მცირდება:

ავტომობილების რეექსპორტის შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ავტომობილებზე რეგულაციების გამკაცრება და საიმპორტო მოსაკრებლების ზრდა იყო. საქართველოსთვის ავტომობილების გასაღების მთავარმა ბაზარმა - აზერბაიჯანმა 2014 წელს ახალი რეგულაციები შემოიღო. 2014-ში აზერბაიჯანმა 2006 წლამდე წარმოებული ავტომობილების იმპორტზე რეგულაცია გაამკაცრა, 2015 წელს კი ქვეყანამ გაზარდა ავტომობილებზე აქციზური მოსაკრებელი. ამ რეგულაციების გამო მხოლოდ 2014 წელს აზერბაიჯანში საქართველოს ავტოექსპორტი $146 მილიონით შემცირდა. სხვადასხვა რეგულაციის გამკაცრების გამო ავტოექსპორტი გართულდა სომხეთსა და ყაზახეთშიც. აღნიშნული ბაზრების ალტერნატიული ბაზრებით ჩანაცვლება კი ვერ მოხერხდა.

კომენტარები