ავტოსაგზაო შემთხვევა

გურჯაანში, ავტოავარიის შედეგად, 10 წლის ბავშვი გარდაიცვალა

Getty Images

გურჯაანში, სოფელ ჯიმითში, ავტოავარიის შედეგად, 10 წლის ბავშვი გარდაიცვალა - ინფორმაცია ტაბულას შინაგან სამინისტროში დაუდასტურეს. 

არსებული ინფორმაციით, ბავშვს ავტომობილი მაშინ დაეჯახა, როდესაც ის სკოლის წინ გზის გადაკვეთას ცდილობდა.

შსს-ში ტაბულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 5-ე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

კომენტარები