საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

პარიზში, საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

AFP

პარიზში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დედაქალაქის რამდენიმე ლიცეუმი უფროსკლასელების მიერ არის ბლოკირებული.

აქციის მონაწილეებმა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გადასული კანდიდატების ემანუელ მაკრონისა და მარინ ლე პენის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებს ხელში ბანერები ეჭირათ წარწერით - არც მაკრონი, არც ლე პენი.

გავრცელებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციის გამო, ოთხმა ლიცეუმმა დღეს სასწავლო პროცესი შეწყვიტა, ექვსი ლიცეუმი კი ნაწილობრივ არის ბლოკირებული. საპროტესტო აქცია დაახლოებით ოც ლიცეუმში მოეწყო.

ადგილობრივი პრესის ცნობით, აქცია პარიზის მერიის მიერ სანქცირებული არ იყო. აქციაზე მისულ პოლიციელებს დემონსტრანტემბა ბოთლების სროლა დაუწყეს, რის შემდეგაც პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

კომენტარები