რუსული ფლოტი

შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემი სატვირთო გემს შეეჯახა

File pic

შავ ზღვაში, თურქეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო გემი სატვირთო გემს შეეჯახა.

გავრცელებული ინფორმაციით, გემების შეჯახება სტამბოლის სანაპიროსთან ახლოს მოხდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეკიპაჟის 78 წევრის ევაკუაცია მოხერხდა და მათ შორის დაშავებულები არ არიან.

თურქული პრესის ცნობით, 15 რუსი სამხედრო ადგილზე ვერტმფრენებისა და ნავების გამოჩენის შემდეგ გადაარჩინეს.

გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო გემის ეკიპაჟის წევრებიც არ დაშავებულან.

კომენტარები