საპრეზიდენტო არჩევნები 2018

კობახიძე: 2018-ში პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა პოლიტიკური კომპრომისია

ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნების პირდაპირი წესით ჩატარება პოლიტიკური კომპრომისია.კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტი საკონსტიტუციო კომისიის და პარლამენტის წინააღმდეგ ატარებს კამპანიას.

"მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნების პირდაპირი წესით ჩატარება არის ერთგვარი პოლიტიკური კომპრომისი. ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ კომპრომისს აზრი არ დაეკარგება. თუმცა, არის კონკრეტული პროცესები, რომლებიც საპირისპიროზე მიუთითებს. სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტმა დაიწყო მთელი კამპანია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წინააღმდეგ, რომელიც გრძელდება. ეს კამპანია, როგორც ჩანს, გაგრძელდება საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. ბოლოს შედგა შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, პოლიტიკურ პარტიებსა და ე.წ. ექსპერტებს შორის, სადაც ისინი შეთანხმდნენ იმაზე, თუ როგორ უნდა დაგეგმონ ერთობლივი კამპანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", -თქვა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძე აღნიშნავს, რომ "პრეზიდენტი, რომელიც უნდა იყოს ზეპარტიული ფიგურა ამ სისტემაში, პარტიებთან თანხმდება თავისი ადმინისტრაციის მეშვეობით, რომლის სტატუსი საერთოდ გაუგებარია".

კომენტარები