დავით უსუფაშვილი პოლიტიკაში

უსუფაშვილი: დღეიდან ვბრუნდები პოლიტიკაში, იმისთვის, რომ ვაკეთო საქმე უკეთ

Jamestown.org

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. ამის შესახებ უსუფაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის შექმნის ცენტრისტულ პარტიას.

„მე დღეიდან ვბრუნდები პოლიტიკაში, ვბრუნდები იმისთვის, რომ ვაკეთო საქმე უკეთ იმ თანამოაზრეებთან ერთად, ვინც მზად არის ქვეყნის სამსახურისთვის.

მე არ ვაპირებ, გვერდში ამოვიყენო 10-12 ცნობილი, ნაკლებად ცნობილი თუ უცნობი სახე სადმე ამაღლებულ ადგილზე და იქიდან შეგპირდეთ ქვეყნის გადარჩენას. მოგახსენოთ, რომ ჯადოსნური ჯოხი გვიპყრია ხელში. არა, ჩვენ ჯადოსნური ჯოხი არ გვაქვს ხელში, ჩვენ ჯადოსნური წრიდან ამოსვლას ვთავაზობთ საზოგადოებას ერთად,“ - თქვა უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ ახალი პარტია შეიქმნება თვითმმართველობის არჩევნების ფონზე.

"ეს იქნება ცენტრისტული პარტია, რომელიც სხვადასხვა ფლანგებიდან რაციონალურ და საჭირო ფორმულებს და დოქტრინებს გამოიყენებს ქვეყნის აღმშენებლობისთვის" - ამბობს უსუფაშვილი.

დავით უსუფაშვილმა რესპუბლიკური პარტია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა.

კომენტარები