აშშ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობა

ტრამპი: არის შანსი, რომ ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობა დიდ კონფლიქტში გადაიზარდოს

Carlos Barria / Reuters

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობა მასშტაბურ კონფლიქტში გადაიზარდოს.

"არის შანსი, რომ ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობა მასშტაბურ, მასშტაბურ კონფლიქტში გადაიზარდოს",-აღნიშნა Reuters-თან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ის წინა პრეზიდენტების მსგავსად, ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს, რომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ გამოიყენოს ეკონომიკური სანქციები და არა შეიარაღებული ძალები, თუმცა, ეს ძალიან რთულია.

"ჩვენ ძალიან გვინდა, რომ პრობლემები დიპლომატიურად გადავჭრათ, თუმცა, ეს ძალიან რთულია",-განაცხადა ტრამპმა.

სამხრეთ კორეაში ოფიციალური ვიზიტისას, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეისადმი სტრატეგუიული თმენის დრო უკვე დასრულდა.

კომენტარები