საფრანგეთი

მაკრონის საარჩევნო გუნდი რუსულ საინფორმაციო სააგენტოებს ღონისძიებიდან ბლოკავს

AFP

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის გამარჯვებულის, ემანუელ მაკრონის საარჩევნო კამპანიის გუნდი რუსულ საინფორმაციო სააგენტოებს ღონისძიებიდან ბლოკავს. ამის შესახებ, მაკრონის პრესსპიკერმა განაცხადა. 

პრესსპიკერი აკრძალვის მიზეზად Sputnik-ისა და Russia Today-ს მიკერძოებულობას ასახელებს. მისივე თქმით, ორივე მედია რუსული პროპაგანდის მატარებელია და მოსახლეობას ყალბ ინფორმაციას აწვდის.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 7 მაისს გაიმართება. ერთმანეთს პოლიტიკური მოძრაობა En Marche-ს ლიდერი, ცენტრისტი ემანუელ მაკრონი და ულტრა-მემარჯვენე მარინ ლე პენი დაუპირისპირდებიან.

არჩევნების წინ მომზადებული კვლევების თანახმად, მეორე ტურში უდავო ფავორიტად ემანუელ მაკრონი მიიჩნევა. გამოკითხვები გვიჩვენებს, რომ არჩევნების მეორე ტურში ლე პენი ხმების მხოლოდ 39 %-ს მიიღებს, მაკრონი კი 61 %-ს.

კომენტარები