ინტერნეტცენზურა

თურქეთმა ქვეყნის შიგნით Wikipedia დაბლოკა

Reuters

თურქეთმა ქვეყნის შიგნით პოპულარული უფასო ონალინ ენციკლოპედია Wikipedia დაბლოკა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

Wikipedia-ზე შესვლა თურქეთიდან დილის 8 საათიდან შეუძლებელია.

ადგილობრივი მედიისა და მონიტორინგის ჯგუფების ინფორმაციით, საიტი დროებითი ადმინისტრაციული ბრძანების საფუძველზე დაიბლოკა, თუმცა მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ამას სასამართლოს გადაწყვეტილებაც დასჭირდება.

როგორც BBC იუწყება, საიტის გათიშვას სოციალური მედიაში პროტესტი მოყვა.

თურქეთში დროებით აქამდეც გათიშულა ისეთი პოპულარული საიტები, როგორიცაა Facebook და Twitter, ძირითადად მასობრივი პროტესტებისა და ტერორისტული თავდასხმების პერიოდში. ხელისუფლება ინტერნეტცენზურაში საკუთარ მონაწილეობას უარყოფდა.

კომენტარები