ნეპოტიზმი

თავდაცვა: დეპუტატების მეუღლეები უწყებაში დროებით მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნენ

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მეუღლეები უწყების გენერალურ ინპექციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორების დროებით მოვალეობის შემსრულებლებად არიან დანიშნულები.

შესაბამისი ინფორმაცია დღეს ევროპულმა საქართველომ გაავრცელა. ირმა ნადირაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს გენისპექციაში სოფიო კილაძისა და თამარ ხულორდავას მეუღლეები დაინიშნენ.

სამინისტროში ამბობენ, რომ ეს ხსენებულის პირების საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით მოხდა.

„მათ გაიარეს კონკურსი და საუკეთესო კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უკვე საკონკურსო-საატესტაციო კომისია მიიღებს,“ – ამბობს უყების საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ნინო თოლორდავა რუსთავი 2-თან საუბარში.

კომენტარები