ნეპოტიზმი

იზორია: თუ ინტერესი იქნა, დეპუტატების მეუღლეების კონკურსის შედეგები გასაჯაროვდება

0 კომენტარი
ფოტო: police.ge

თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას თქმით, ინტერესის შემთხვევაში, ქართული ოცნების დეპუტატების სამინისტროში დასაქმებული მეუღლეების კონკურსის შედეგები გასაჯაროვდება.

„თუ ინტერესი იქნა, მათი კონკურსის შედეგები გასაჯაროვდება, არაფერი საიდუმლო ამაში არ არის” - თქვა ლევან იზორიამ.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დეპუტატების სოფიო კილაძისა და თამარ ხულორდავას მეუღლეები თავდაცვის სამინისტროს გენისპექციაში დაინიშნენ, გუშინ ევროპულმა საქართველომ გაავრცელა.

დღესვე, თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს არ დაუდასტურა ინფორმაცია, რომლის მიხედვით ხულორდავას მეუღლე ნასამართლევია და მას „ტყუილი და უსინდისობა“ უწოდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები