მედია ირანში

სპარსულენოვანი Gem TV-ის დირექტორი სტამბოლში მოკლეს

BBC

სპარსულენოვანი Gem TV-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი სტამბოლში მოკლეს. 45 წლის საიდ ქარიმიანს ესროლეს, როდესაც ის ბიზნესპარტნიორთან ერთად იმყოფებოდა. მკვლელის მანქანა მოგვიანებით დამწვარი იპოვეს. თურქეთის პოლიცია მომხდარს იძიებს.

ქარიმიანი ადგილზე, ხოლო მისი ბიზნესპარტნიორი საავადმყოფოში დაიღუპა.

Gem Group ლონდონშია შექმნილი და ცოტა ხნის წინ ოფისი დუბაიშიც გახსნა. ირანელები უცხოური არხების საყურებლად სატელიტურ თეფშებს იყენებენ.

Gem TV დასავლურ შოუებს სპარსულ ენაზე ირანშიც გადასცემს. ტელეკომპანიას ხშირად აკრიტიკებდა ირანი გადაცემების ჩვენების გამო, რომლებიც "ისლამურ ფასეულობებს ეწინააღმდეგება და დასავლურ კულტურას ავრცელებს".

ცოტა ხნის წინ ქარიმიანს თეირანის სასამართლომ დაუსწრებლად 6 წელი პატიმრობა მიუსაჯა "ირანის საწინააღმდეგო პროპაგანდის" გამო.

ქარიმიანის ოჯახის წევრების თქმით, მოკლულს ბოლო 3 თვის მანძილზე რეჟიმი ემუქრებოდა, ამიტომაც ის ლონდონში წასვლას გეგმავდა.

კომენტარები