გამწვანება

ლისი დეველოპმენტი: ეს გამოწვეულია წინა წლებში მომხდარი მინდვრის ხანძრის შედეგად

კომპანია "ლისი დეველოპმენტი" ეხმაურება "ახალი საქართველოს" მიერ გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ნაჩვენებია ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული დამწვარი ხეები, თუმცა, როგორც კადრში ჩანს, ბალახი მწვანეა. პარტია ვარაუდობს, რომ ხეები სპეციალურადაა დამწვარი, რის უკანაც ბიზნესინტერესები დგას.

"ლისი დეველოპმენტის" განცხადებით, ეს ვითარება წინა წლებში მომხდარი მინდვრის ხანძრის შედეგადაა გამოწვეული.

"კომპანია "ლისი დეველოპმენტისთვის" ცნობილი გახდა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო, რომელშიც ასახულია ლისის ტბის ტერიტორიაზე გადამწვარი ხეების რიგი. კომპანიამ არსებულ ვანდალურ ფაქტთან დაკავშრებით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რის შედეგადაც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. კომპანიამ შეისწავლა მდგომარეობა და დადგინდა, რომ არსებული ვითარება გამოწვეულია წინა წლებში მომხდარი მინდვრის ხანძრის შედეგად", - ნათქვამია განცხადებაში.

ლისი დეველოპმენტი ხელახლა მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა დაადგინოს, "მას შემდეგ ხელახლა განმეორდა თუ არა ვანდალური ფაქტი. კომპანია ყოველწლიურად ახორციელებს ათასობით ხის ჩარგვას და მაქსიმალურად ხელს უწყობს ლისის ტბის ტერიტორიის გამწვანებას."

კომენტარები