სირიის კრიზისი

აშშ: სირიასა და ერაყში ავიაიერიშებს სულ მცირე 352 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

Reuters

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, სულ მცირე უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში აშშ-ის კოალიციის მიერ სირიასა და ერაყში ანტიტერორისტულ ავიაიერიშებს სულ მცირე 352 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. უწყებისვე ცნობით, მიმდინარეობს კიდევ 42 ადამიანის დაღუპვის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება.

"პენტაგონი მწუხარებას გამოვთქვამს სამოქალაქო პირების უნებლიე დაღუპვის გამო და ღრმა თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებს", - წერია განცხადებაში

აღსანიშნავია, რომ მაგალითად, სირიასა და ერაყში მოქმედი მონიტორინგის ჯგუფი Airwars-ის მონაცემების მიხედვით, კოალიციის ავიაიერიშებს 3164 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

აშშ-ის მიერ ჩამოყალიბებულმა კოალიციამ, სირიასა და ერაყში ანტიტერორისტული ავიაიერიშები 2014 წელს დაიწყო.

კომენტარები