საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

მაკრონი: აუცილებელია ევროკავშირის რეფორმირება, სხვა შემთხვევაში მივიღებთ Frexit-ს

AFP

En Marche!-ს ლიდერისა და საფრანგეთის პრეზიდენტობის მთავარი კანდიდატის, ემანუელ მაკრონის თქმით, ევროკავშირმა აუცილებლად უნდა გაატაროს რეფორმები, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრანგეთის ევროკავშირიდან გასვლას არ გამორიცხავს.

"მე პრო-ევროპელი ვარ და წინასაარჩევნო კამპანიისას "ევროპულ იდეასა" და ევროკავშირის პოლიტიკას მხარს ვუჭერდი, რადგან ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანია ფრანგებისთვის და საფრანგეთის ადგილისთვის გლობალიზაციის პროცესში. თუმცა, ამავდროულად, ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ხალხს. ხალხს, რომელიც ძალიან გაბრაზებულია. უმოქმედო და დისფუნქციურ ევროკავშირს ისინი ვეღარ აიტანენ. მანდატის მიღების შემთხვევაში, მეორე დღიდანვე დავიწყებ ევროპული პროექტის რეფორმაზე მუშაობას. ჩვენ უნდა მოვახდინოთ ევროკავშირის რეფორმირება. ჩვენ გვჭირდება ახალი ევროკავშირი, რათა ჩვენი ხალხი დავიცვათ და გლობალიზაცია დავარეგულიროთ. თუ მე პრეზიდენტად არჩევის მეორე დღეს განვაგრძობ ევროკავშირის საშუალებას მივცემ განაგრძოს ამჟამინდელი სტილით ფუნქციონირება, მაშინ მე ჩემს ხალხს ვუღალატებ, რაც არ მსურს, რადგან მეორე დღეს ჩვენ მივიღებთ Frexit-ს ან მორიგ ეროვნულ ფრონტს", - თქვა მაკრონმა.

7 მაისს, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, პარტია En Marche!-ს ლიდერი, ცენტრისტი ემანუელ მაკრონი და პარტია ეროვნული ფრონტის მიერ მხარდაჭერილი, ულტრა-მემარჯვენე მარინ ლე პენი დაუპირისპირდებიან. გამოკითხვების მიხედვით, მეორე ტურის აშკარა ფავორიტი მაკრონია, რომელსაც ხმების დაახლოებით 60 %-ის მიღებას უწინასწარმეტყველებენ.

კომენტარები