ღამის მგლები

"ღამის მგლები" პოლონეთში წელსაც არ შეუშვეს

aif.ru

რუსული ე.წ. ბაიკერთა კლუბი "ღამის მგლები" მესაზღვრეებმა პოლონეთში არ შეუშვეს. პოლონეთი უარს აცხადებს მათ მიღებაზე და მხოლოდ იმ ბაიკერებს უშვებს საზღვარზე, რომლებიც ევროკავშირიდან არიან. 

"ღამის მგლები" პოლონეთში შესვლას ყოველ წელს ცდილობენ, რადგან, როგორც ისინი ამბობენ, იქ წითელარმიელების ყველაზე დიდი სასაფლაო, თუმცა მათი მცდელობა ყოველ წელს უშედეგოდ სრულდება. 

"ღამის მგლები" ე.წ. ბაიკერთა კლუბია, რომელიც საბჭოთა კავშირში 1989 წელს შეიქმნა. "კლუბი" რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულია, მათ ხშირად ვლადიმირ პუტინის დაჯგუფებად მოიხსენიებენ. არაერთხელ გავრცელებული ინფორმაციით, "ღამის მგლებს" ხელისუფლება აფინანსებს.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პირადი კონტაქტი აქვს "ღამის მგლების" პრეზიდენტ ალექსადრ ზალდასტანოვთან და მას პერიოდულად ხვდება. ზალდასტანოვი 2011 წელს გახდა პრეზიდენტი, როდესაც პუტინი პრემიერმინისტრი იყო. "კლუბს" ასევე ახლო ურთიერთობა აქვს რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან.

როგორც ცნობილია, "ღამის მგლების" წევრები შესაძლოა, საქართველოში ჩამოვიდნენ. ისინი ფაშიზმზე გამარჯვების ნიშნად ყოველი წლის 9 მაისს სხვადასხვა ქვეყანაში ავტოგარბენას აწყობენ.

კლუბის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე.

კომენტარები