საკონსტიტუციო ცვლილებები

პლებისციტის საკითხზე ევროპული საქართველო კარდაკარის პრინციპით მოსახლეობას ხვდება

პლებისციტის ჩატარების საკითხზე "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო" კარდაკარის პრინციპით მოსახლეობას ხვდება და ხელმოწერებს აგროვებს. დღეს პარტიის დეპუტატი ელენე ხოშტარია სამგორის რაიონში იმყოფება.

"ჩვენ შემოვივლით მთელს საქართველოს იმიტომ, რომ კონსტიტუციის, პრეზიდენტის არჩევითობის საკითხი უნდა გადაწყვიტოს ხალხმა და არა ერთმა ვიწრო ჯგუფმა, ვინც არ უნდა იყოს ეს. ქართული ოცნების დამოკიდებულებაა, რომ მათ არ აინტერესებთ არცერთი პოლიტიკური ჯგუფის, არც პრეზიდენტის, არც სამოქალაქო საზოგადოების და არც მოსახლეობის აზრი. ეს აბსოლუტურად მიუღებელია.

ამიტომ, ჩვენ ვიძახით მარტივ რამეს - ვკითხოთ ხალხს, პრეზიდენტი უნდა იყოს არჩეული თუ არა და როგორი საპარლამენტო სისტემა გვქონდეს", - თქვა ხოშტარიამ.

როგორც ცნობილია, ქართული ოცნება პრეზიდენტის არჩევის წესსა და საარჩევნო სისტემის ტიპზე პლებისციტის ჩატარებას არ ემხრობა.

კომენტარები