აშშ-ჩრდილოეთ კორეა

ტრამპი: სწორ ვითარებაში კიმ ჩენ ინს შევხვდებოდი

AP

Bloomberg-თან ინტერვიუში, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით არსებული დაძაბულობის განსამუხტად, ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს, სწორ ვითარებაში შეხვდებოდა.

"ჩემთვის მისაღები იქნებოდა მასთან შეხვედრა, ამას პატივადაც მივიღებდი. თუმცა, ეს უნდა მოხდეს სწორ ვითარებაში. მე ამას გავაკეთებდი" - თქვა ტრამპმა.

ტრამპის ამ განცხადებას, ამერიკული პრესის მხრიდან კრიტიკა მოყვა. თუმცა, მოგვიანებით, თეთრი სახლის პრესმდივანმა განმარტა, რომ ტრამპის ამ ინიციატივის რეალურობისთვის აშშ-ს ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ცვლილებების დანახვა სჭირდება.

ცნობისთვის, კიმ ჩენ ინმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული იარაღი, შესაძლოა, ნებისმიერ დროს გამოსცადოს.

კომენტარები