ავტოსაგზაო შემთხვევა

ელიავას ბაზრობასთან ავარიამ კიდევ ერთი ქვეითი იმსხვერპლა

Getty Images

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ელიავას ბაზრობასთან ავტოავარიის შედეგად ერთი ქვეითი დაიღუპა, მეორე კი დაშავდა - ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

უწყებაში ტაბულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მეხუთე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები