თამბაქო

მაღრაძე: აეროპორტში შეიძლება, იყოს 6კვ.მ. მოსაწევი ჯიხური, ცოტა დისკომფორტში შევლენ

info9.ge

შესაძლოა, თბილისის აეროპორტში "სიგარეტის მოსაწევი ჯიხური" დამონტაჟდეს. ამის შესახებ დღეს ქართული ოცნების დეპუტატი გუგული მაღრაძე საუბრობდა, რომელიც თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით კანონში დაგეგმილი ცვლილებების ინიციატორია.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი აეროპორტი ჯერ ტრანზიტული აეროპორტი არ არის (ძირითადად მოსაწევი ადგილები არის ტრანზიტულ აეროპორტებში), ჩვენ მაინც დავუშვით გამონაკლისი, რომ იქ შეიძლება, იყოს სპეციალური მოსაწევი ჯიხური, რომელიც გარკვეული სტანდარტების მიხედვით იქნება დამზადებული", - თქვა მაღრაძემ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე.

მაღრაძისვე თქმით, მოსაწევი ჯიხურის ფართობი დაახლოებით 6კვ.მ. იქნება.

"6 კვ.მ. არის ის, რომ ვისაც ძალიან უნდა მოწევა და არ შეუძლია, მოითმინოს, ცოტა დისკომფორტში შევა. აეროპორტის მთელს ნაწილს ვერ მივცემთ ახლა, რომ დაიდგას ფეშენებელური ოთახები", - თქვა მაღრაძემ.

დეპუტატების მიერ მაღრაძის გაკრიტიკების შემდეგ დადგინდა, რომ მოსაწევი ადგილის ფართობი მინისტრის ბრძანებით გაირკვეს.

კომენტარები