სმარტფონი

Iphone-ების გაყიდვები წინა კვარტალთან შედარებით შემცირდა

apple.com

Apple-მა 2017 წლის პირველ კვარტალში 50.8 მილიონი Iphone-ი გაყიდა, რაც კომპანიისთვის წინა კვარტალთან შედარებით გაყიდვების შემცირებას წარმოადგენს. 2016 წლის ბოლო კვარტალში გაყიდული Iphone-ების რაოდენობამ 51.2 მილიონს გადააჭარბა. 

გაყიდვების შემცირების მიუხედავად Apple-ის შემოსავლები გაზრდილია. Apple-ის სმარტფონების გაყიდვის შედეგად წლის პირველ კვარტალში $33.2 მილიარდი დააგენერირა, წინა კვარტალის შემოსავლი კი $32.9 მილიარდი დოლარი იყო.

Apple-ის ხელმძღვანელმა ტიმ კუკმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ გაყიდვების მცირედი შემცირების მიზეზი ახალი სმარტფონის მოლოდინია. Apple უკვე წლებია 2 წლიანი ციკლით უშვებს ახალ მოდელებს. მაგალითად, ახალი Iphone 7 იყო წინა წლის Iphone 6-ის გაუმჯობესებული ვერსია, ამ ორ მოდელს შორის სხვაობა მნიშვნელოვანი არაა. წელს კი კომპანია ახალ სმარტფონს წარადგენს, რომლის დიზაინიც მნიშვნელოვნად იქნება წინა მოდელებისგან განსხვავებული. ამიტომაც მომხმარებელთა ნაწილი სმარტფონის განახლებამდე 2017 წლის სექტემბერს ელოდება, როდესაც ახალი თაობის Iphone-ის პრეზენტაცია გაიმართება. 

კომენტარები