გაზის ტარიფი

კალაძე: არაა გამორიცხული, რომ გაზის ტარიფი გაიზარდოს

ვიცეპრემიერი კახა კალაძე
ტაბულა

"არ არის გამორიცხული, რომ მოხდეს ბუნებრივი აირის ტარიფის გაძვირება. თუ რამდენით და როგორ ამაზე მარეგულირებელი კომისა მსჯელობს და მუშაობს", - ამბობს ვიცეპრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე.

სემეკში შესულია ქვეყნის ორი უმსხვილესი გაზგამანაწილებლის - "სოკარის" (მათ შორის, მისი შვილობილი "საქორგაზის") და თბილისის გაზგამანაწილებლის "ყაზტრანსგაზის" სატარიფო მოთხოვნები. კომისიამ საბოლოო გადაწყვეტილება ივლისის ბოლოს უნდა გამოაცხადოს. 

საქართველოში ბუნებრივი აირის ტარიფები ბოლოს 2005 წლის დეკემბერში დადგინა, მას შემდეგ ბუნებრივი აირის საფასური უცვლელია. ელექტროენერგიის ტარიფისგან განსხვავებით, რომელიც ყოველწლიურად იცვლებოდა სემეკის რეგულაციები გაზის ტარიფის ყოველწლიურ გადახედვას არ ითვალისწინებდა. იმის გათვალისწინებით, რომ დღეს 2005 წლის ტარიფები მოქმედეს მაღალია ალბათობა, რომ გადათვლის შემდეგ ის გაიზარდოს. 

კახა კალაძემ 10 მარტსაც გააკეთა კომენტარი ტარიფის შესაძლო მატებაზე. მაშინ კალაძე აღნიშნავდა, რომ თუ ტარიფის მატება მოხდებოდა, ეს მხოლოდ და მხოლოდ ლარის გაუფასურების ბრალი იქნებოდა.

კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც ტარიფების ზრდას ხელი შეიძლება შეუწყოს, არის ის, რომ სემეკისგან ტარიფის გადახედვას სახელმწიფოს კუთვნილი "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაც" მოითხოვს. აღნიშნული კომპანია მაგისტრალური გაზსადენების მეშვეობით ბუნებრივ აირს კერძო კომპანიებს აწვდის და მისი მიწოდების ტარიფის გაზრდას კერძო კომპანიების გაზის ტარიფზეც ნეგატიური გავლენა ექნება.

კომენტარები