AMD

ტექნოლოგიურმა გიგანტმა AMD-მა 24 საათში აქციათა ღირებულების 21% დაკარგა

მიკროჩიპის წარმოება
Reuters

მიკროჩიპების მწარმოებელმა ამერიკულმა გიგანტმა AMD-მა გასული 24 საათის მანძილზე აქციების ღირებულების 21% დაკარგა. ამ დანაკარგმა 2017 წლის მანძილზე მიღებული შემოსავლები რამდენიმე საათში გააქრო.

ბირჟაზე AMD-ის აქციების ვარდნა კომპანიის კვარტალური შემოსავლების გამოქვეყნებას მოჰყვა. 2017 წლის პირველ კვარტალში კომპანიამ $73 მილიონის ზარალი განიცადა, ეს თითოეულ აქციაზე ¢8 ცენტს შეადგენს. აღნიშნული სიახლე ბირჟაზე აქციების მკვეთრ გაუფასურებაში აისახა.

AMD Nvidia-ს შემდეგ ვიდეოპროცესინგის მიკროჩიპების მეორე უმსხვილესი მწარმოებელია. 

კომენტარები