რუსეთი-თურქეთი

სოჭში, ვლადიმირ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა დაიწყო

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

სოჭში რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყო.

შეხვედრის დაწყებამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ მხარეები სირიის კონფლიქტის შესახებაც ისაუბრებენ.

"კარგია, რომ ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, სამუშაო რეჟიმში შევხვდეთ და დაველაპარაკოთ ერთმანეთს ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთაშორისო დღის წესრიგის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის სირიის კონფლიქტზე", - თქვა პუტინმა. 

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კი აღნიშნა, რომ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის განახლება რეგიონის ბედს განსაზღვრავს.

"ის ნაბიჯები, რომელსაც თურქეთი და რუსეთი ერთად გადადგამენ, მთლიანად რეგიონის ბედს შეცვლიან", - თქვა ერდოღანმა.

ვლადიმირ პუტინსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის უკანასკნელი შეხვედრა 10 მარტს, კრემლში გაიმართა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები