WhatsApp არ მუშაობს, აპლიკაციის შეფერხების მიზეზი უცნობია

მილიონობით მომხმარებელს Whastapp-ზე წვდომა აღარ აქვს. პოპულარული მესენჯერის შეფერხების მიზეზი უცნობია, ისევე როგორც სერვისის აღდგენის დრო.

მომხმარებლების ნაწილს მესიჯების გაგზავნა და მიღება არ შეუძლია, ზოგი ვერც წარსული მიმოწერის ჩატვირთვას ახერხებს. ისინი ეკრანზე ხედავენ, რომ აპლიკაციასთან კავშირი მყარდება, თუმცა ის არ ირთვება.

Whastapp-ის აპლიკაცია, რომელსაც facebook ფლობს, მნიშვნელოვანი განახლებისთვის ემზადებოდა. მისი წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მომხმარებლები საუბრის ნაწილის აპინვას შეძლებენ, რითაც თავიდან აირიდებენ სქროლვას მათთვის საინტერესო მიმოწერის საპოვნელად.
 

* WhatsApp-ის აპლიკაცია თბილისის დროით დაახლოებით 2:30 საათზე ჩაირთო.

კომენტარები