ღამის მგლები

შსს: მესაზღვრეებმა საქართველოში "ღამის მგლების" კიდევ სამი წევრი არ შემოუშვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართველმა მესაზღვრეებმა საქართველოში შემოსვლაზე უარი „ღამის მგლების“ კიდევ სამ წევრს უთხრეს. შსს-ს ცნობით, რუსი ბაიკერები საქართველოში შემოსვლას ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან ცდილობდნენ.

გუშინ კი, ქართველმა მესაზღვრეებმა საქართველოში „ღამის მგლების“ 50 წევრი არ შემოუშვეს. თუმცა, გუშინ მკითხველმა ტაბულას საქართველოში კრემლის ბაიკერების ყოფნის ამსახველი ფოტომასალა მიაწოდა. მისი თქმით, "შავი მგლების" ორი წევრი დაინახა.

ამ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ ე.წ. ბაიკერთა კლუბის "ღამის მგლების" ერთმა წევრმა საქართველოში შემოსვლა აპრილის თვეში მოახერხა. შსს-ში ტაბულას უთხრეს, რომ დაანონსებულ ვიზიტამდე და პერფორმანსამდე, "ღამის მგლების" ჯგუფისგან დამოუკიდებლად, საქართველოს საზღვარი, ტურისტული მიზნით, სხვა ქვეყნების ბაიკერებთან ერთად, ამოსაცნობი ატრიბუტიკის გარეშე და სათანადო დოკუმენტაციით, გადმოკვეთა ერთმა პირმა, რომელიც, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, "ღამის მგლების" ჯგუფის წევრია.

 

მეტი ინფორმაციისთვის წაიკითხეთ - ვინ არიან "ღამის მგლები"?

კომენტარები