აშშ

აფხაზეთის და ცხინვალის ამღიარებელ ქვეყნებს შესაძლოა, აშშ ფინანსურად არ დაეხმაროს

Reuters

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიმდინარე ფინანსური წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ აშშ-ის ადმინისტრაციას ეკრძალება ფინანსურად მხარი დაუჭიროს რომელიმე ქვეყანას, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს.

გარდა ამისა, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს დაფინანსების ნაწილში ნათქვამია, რომ პენტაგონის ბიუჯეტის თანხები არ შეიძლება დახარჯული იყოს ისეთ ქმედებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს რუსთის მხრიდან ყირიმის ანექსიის მხარდაჭერას.

ასევე, ფინანსთა სამინისტროს დაევალება აკონტროლოს ამერიკული კომპანიები, რომ არ გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომლებიც უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას დაარღვევენ.

გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში აშშ-ის სენატი განიხილავს, შემდეგ კი დამტკიცების შემთხვევაში, დოკუმენტს ხელს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოაწერს.

კომენტარები