ევროპის ჩემპიონატი

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონია

ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში, 61 კგ წონით კატეგორიაში, ქართველმა ფალავანმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.

ქართველმა მოჭიდავემ ფინალში რუს ახმეტ ჩაკაევს, ანგარიშით 10:9, სძლია.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ჩემპიონიცაა. მან რიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა.

კომენტარები