შინაგან საქმეთა სამინისტრო

საბილიარდოში მომხდარი ჩხუბის დროს, ორი პოლიციელი დაშავდა, შსს-მ სამი პირი დააკავა

metro.us

ოზურგეთში, საბილიარდოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სამი მამაკაცი დააკავეს. გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 353-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას. შსს-ს ცნობით, შემთხვევის დროს ორი პოლიციელი დაშავდა, მათ სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. 

ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულ პოლიციელებსა და ახალგაზრდებს შორის, ჩხუბი ბილიარდის თამაშის დროს მოხდა. შსს-ს მტკიცებით კი, ახალგაზრდებსა და სამართალდამცველებს შორის ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციელები ხმაურის გამო საბილიარდოში შევიდნენ. 

კომენტარები