Obamacare

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ Obamacare-ის გაუქმებასა და ჩანაცვლებას მხარი დაუჭირა

Reuters

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, სამედიცინო დაზღვევის პროგრამა Obamacare-ის გაუქმებისა და ჩანაცვლების შესახებ კანონპროექტი მიიღო.

კანონპროექტს მხარი 217 კონგრესმენმა დაუჭირა, 213 კი წინააღმდეგი იყო. 

კანონპროექტი სამედიცინო დაზღვევის სფეროში სახელმწიფოს მონაწილეობის შემცირებას ითვალისწინებს. კერძოდ, გაუქმდება მოსაკრებელი, რომელსაც 2010 წელს ბარაკ ობამას ინიციატივით მიღებული კანონი ითვალისწინებდა. 

აღსანიშნავია, რომ მარტში, ახალი მთავრობის მხრიდან Obamacare-ის გაუქმების პირველი მცდელობა წარუმატებელი გამოდგა, რადგან რესპუბლიკელებმა ვერ შეძლეს პარტიის შიგნით საჭირო მხარდაჭერის მოპოვება და კანონპროექტში გარკვეული ცვლილებების შეიტანა დასჭირდათ.

წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში აშშ-ის სენატი განიხილავს.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი დარწმუნებულია, რომ სენატი კანონპტოექტს მხარს დაუჭერს.

"Obamacare მკვდარია. დარწმუნებული ვარ, აშშ-ის სენატში ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერენ. ჩვენი მიზანი Obamacare-ის გაუქმება და ჩანაცვლებაა", - თქვა ტრამპმა.

კომენტარები