კვება სკოლებში

რას მიირთმევენ სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეები ლანჩის დროს?

თითქმის ყველა ქვეყანას სკოლაში კვების რაციონის თავისი სტანდარტი აქვს. სკოლებში ყველაზე პოპულარული საკვები კარტოფილი, ბრინჯი და კომბოსტოს სალათია. ასევე, სკოლების უმრავლესობაში ხილის წვენს რძე ანაცვლებს. Bright Side გვთავაზობს კოლაჟს, რას ჭამენ მოსწავლეები ლანჩისას სხვადასხვა ქვეყანაში. 

                                   სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეის სკოლებში კვების რაციონის დაგეგმვის სისტემა ერთერთი საუკეთესოა მსოფლიოში. ორი დიდი ულუფა, როგორც წესი, წვნიანისა და ბრინჯისთვისაა, პატარა ულუფები კი გამოყოფილია სალათებისთვის, ზღვის პროდუქტისთვის, ბოსტნეულისა და ხილისთვის. გამხდარ ბავშვებს თევზის ცხიმს ასმევენ სპეციალური კოვზით. 

                                         იაპონია

იაპონიის სკოლებში ლანჩი თითქმის იგივეა, რაც სამხრეთ კორეაში: ცხელი წვნიანი, ბრინჯი, თევზი, სალათი და რძე. მოსწავლეებს არ აქვთ უფლება, რომ სკოლაში სახლიდან წაიღონ საჭმელი, სანამ დამამთავრებელ კლასში არ გადავლენ. იაპონიაში მოსწავლეები სასადილოებში არ ჭამენ. ისინი თეთრ წინსაფრებს იკეთებენ და ლანჩს საკლასო ოთახებში, თავიანთ მერხებზე მიირთმევენ. 

                                    დიდი ბრიტანეთი

School dinners rock! #food #backtowork #schooldinners

A post shared by Suzy (@suzaie78) on

შემწვარი კარტოფილი, სტაფილო, ბრინჯის ფაფა, სალათი, ხილი და ბელგიური ვაფლი შოკოლადით. ბევრი სკოლა ბიუჯეტით შეზღუდულია, ამიტომ, მოსწავლეებს ხშირად სთავაზობენ სწრაფი კვების კერძებს. ბავშვებს ის უყვართ და თანაც, იაფია. 

                             ამერიკის შეერთებული შტატები

I had #schoollunch at Athlos Academy of Utah today! #teamathlos

A post shared by Tabitha Talbot (@tabbytalbot) on

ასე გამოიყურება ლანჩი იუტას სკოლაში. ატმები, სიმინდის მარცვლები, ქათმის ხორცი და წვნიანი. ამერიკის სკოლებში კერძები ერთმანეთისგან განსხვავდება. ძირითადად, სწრაფი კვება და ისეთი საჭმელებია, რაც ბავშვებს ძალიან მოსწონთ: ქათმის ნაგეთსი, კარტოფილი ფრი, პიცა. ასევე, მოსწავლეებს მშობლებიც ატანენ სახლიდან ლანჩის პარკებს. 

                                       თურქეთი

ეს სკოლის მოსწავლის მიერ სახლიდან წამოღებული ლანჩია. ჭვავის პური, კაკალი, ყურძენი, ვაშლი, ბროწეული და კეფირი. ეს საკვები ტვინის უკეთ მუშაობას უწყობს ხელს. 

                                      ტაილანდი


ფოტოზე ასახულ მენიუში ხედავთ ღორის ხორცს ტკბილი და ცხარე სოუსებით, ასევე, ბრინჯსა და ბანანის ფოთლებში მოთავსებულ პუდინგს. 

                                      საფრანგეთი


ეს დასავლეთ საფრანგეთის სკოლაში მომზადებული ლანჩია. თევზი, შპინატი, კარტოფილი, ყველი და პური. ლანჩისთვის განკუთვნილი შესვენება 1-დან 2 საათამდე გრძელდება. ამ პერიოდში მოსწავლეებს შეუძლიათ, სახლში წავიდნენ და ლანჩი იქ მიირთვან. 

                                       ფინეთი


ფინეთი სკოლებში კვების რაციონის შედგენას საკმაოდ სერიოზულად უდგება. ყველა მოსწავლე, ლანჩთან ერთად, დილით და საღამოს სასუსნავებს იღებს. ბავშვები ლანჩს სასადილოში ჭამენ, სადაც საჭმელების უამრავი ვარიაციიდან შეუძლიათ სასურველი აარჩიონ. სკოლები, ასევე, იმ ბავშვებზეც ზრუნავენ, რომლებიც დიეტაზე არიან ან რელიგიური რწმენისა თუ ჯანმრთელობის პრობლემების გამო კონკრეტულ საჭმელებს ვერ ჭამენ. ფოტოზე ხედავთ ლანჩს, რომელიც შეიცავს გუფთას სოუსით, კარტოფილს, სალათსა და შვრიის ბურღულს. 

                                       რუსეთი


რუსეთში მოსწავლეებს საშუალება აქვთ უფასო საუზმე მიირთვან 9-დან 12-მდე. 12 საათის შემდეგ ლანჩი ფასიანია, თუმცა, ზოგჯერ ბუნდოვანია, რომელია საუზმე და რომელი ლანჩი. მაგალითისთვის, ეს ლანჩი მოიცავს სოსისს, წიწიბურასა და ჩაის. 

                                      უნგრეთი

A nagy visszatérés és az egész fél csirke. #magyar #menza #minoseg #schoolfood

A post shared by Magyar Menza (@magyar_menza) on


უნგრეთში ბავშვები ლანჩზე დიდ ულუფებს მიირთმევენ. წვნიანი, ქათამი ლობიოს მოხარშული მარცვლებითა და თხილი დესერტისთვის. 

კომენტარები