საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

მერკელი: მაკრონი არამხოლოდ მილიონობით ფრანგის, არამედ უამრავი გერმანელის იმედიცაა

AFP/Getty Images

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის თქმით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე ემანუელ მაკრონის გამარჯვებით ძალიან ბედნიერია. მერკელმა აღნიშნა, რომ მაკრონი არამხოლოდ მილიონობით ფრანგის, არამედ უამრავი გერმანელის იმედიც არის.

მერკელმა ისიც აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში საფრანგეთის არჩეული პრეზიდენტი გერმანიაშიც ჩავა.

"მაკრონთან აუცილებლად კარგი თანამშრომლობა გვექნება. თუმცა, უნდა დაველოდოთ, სანამ ის ოფიციალურად არ შეუდგება მოვალეობების შესრულებას. ამის შემდეგ მაკრონი საკუთარ გეგმებს და სურვილებს გაგვაცნობს, შემდეგ კი ნათელი გახდება, რა საკითხებზე გვაქვს საერთო პოზიციები", - თქვა მერკელმა.

კომენტარები