აშშ-საქართველოს ურთიერთობები

ტრამპი: ჩემთვის პატივი იყო საქართველოს პრემიერის თეთრ სახლში მასპინძლობა

საქართველოს პრემიერმინისტრთან შეხვედრას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Twitter-ზე ეხმაურება.

"ჩემთვის პატივი იყო საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თეთრ სახლში მასპინძლობა" - წერს ტრამპი.

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს და ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსს დღეს შეხვდა. პრემიერმინისტრის თქმით, "აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან ასევე მივიღეთ მკაფიო გზავნილები საქართველოს მიმართ მხარდაჭერის თაობაზე".

საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსის მიწვევით იმყოფება.

კომენტარები