ტერორიზმი

ავღანეთში სასულიერო სასწავლებელში მომხდარ აფეთქებას 9 ადამიანი ემსხვერპლა

TOLO News

ავღანური მედიის ცნობით, ავღანეთის პროვინცია ფარვანში, სასულიერო სასწავლებელში აფეთქების შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი სასულიერო პირი და 8 ბავშვი.

გავრცელებული ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა საკლასო ოთახში სემინარის მიმდინარეობის დროს ამოქმედდა. 

ავღანური მხარე მომხდარს ტერაქტად აფასებს და აცხადებს, რომ ტერაქტის სამიზნე, სავარაუდოდო, დაღუპული სასულიერო პირი იყო, რომელიც სასულიერო საბჭოს თავმჯდომარეც იყო.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ავღანეთში მომხდარი ტერაქტები, ძირითადად, დაჯგუფება თალიბანს უკავშირდება.

კომენტარები